Menu

მთავარი


კითხვები ინტელექტუალთათვის(რა? სად? როდის?)
1)  1933 წელს კომპანია “ბელის” ინჟინერმა ჯიმი ბრასკოუმ ლექციაზე მოისმინა შემდეგი ფრაზა: “საკვირევლია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ყური უზრუნველყოფს მოცულობითი ბგერის ილუზიას”. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?

2)  რომში – 42, პრაღაში – 38, კიევში – 34, თბილისში და ტაშკენტში – 22-22, მინსკში – 15, ნოვოსიბირსკში – 10, ერევანში – 9. რის შესახებაა საუბარი?

3)  ვინ აღწერა ასე ა. დიუმამ: “ახალი დონ კიხოტი, რომელიც ახალ როსინანტზე ამხედრებულიყო”?

4)  ორნიტოლოგებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ყარყატებს, შეამჩნიეს საინტერესო რამ: ყარყატების გუნდის გადაფრენის დროს, დრო და დრო რომელიმე ფრინველი გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში, 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს გუნდის კუდში, მის ადგილს იკავებდა სხვა ყარყატი, რომელიც 10 წუთის შემდეგ ბრუნდებოდა უკან, მის ადგილს იკავებდა მესამე ყარყატი და ა.შ. კითხვა: რისთვის გადადიოდნენ ყარყატები გუნდის ცენტრში?

5)  დაასახელეთ ორი ფოტოგრაფიული კორპორაცია, რომლებიც შედიან მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიების რიცხვში!


6)  იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა-კურთხევის შესახებ, რომელიც თავისი ხალხისათვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში – ეს წარმოადგენს ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხეს. დაასახელეთ ეს!


7)  1928 წელს აშშ-ს საარჩევნო კანონმა უფლებები გაუთანაბრა მამაკაცსა და ქალს; 1931 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა 6 დომინიონის თანასწორუფლებიანობა; 1959 წელს აშშ-ის შავკანინი მოსახლეობა უფლებებით გაუთანაბრდა თეთრკანიანს… კითხვა: ვისი უფლებები, ბინადრობის ადგილის მიუხედავად, იქნა ჩამოთვლილი გაეროს დეკლარაციაში იმავე 1959 წელს?

8)  ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის კიბესთან დგას ორი ბიუსტი. ვისი და ვისი?


9)  “ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის კეთდება ეს?

10)  მთა ტონგა მცირედით ჩამოუვარდება ევერესტს: მისი სიმაღლეა 8690 მეტრი. მაგრამ დედამიწის რვაათასიანების სიაში მას ვერ იპოვით, ალპინისტებს კი არასოდეს უცდიათ მისი დაპყრობა. რატომ?






ინტელექტუალური კითხვები

1) ვინ იყო თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი?

2) თავდაპირველად რომელი საფრენი აპარატით აფრინდა ჰაერში ადამიანი?

3) რომელი მდინარის (შენაკადების ჩათვლით) აუზია ყველაზე დიდი?

4) რომელი ხილია “ბროდსკი“?

5) რას ეძახიან ინდიელისა და თეთრკანიანის შთამომავალს?

6) რამდენი პაიკია საჭადრაკო დაფაზე თამაშის დაწყებისას?

7) რა ჰქვია საჯარო ვაჭრობას, როცა ნივთს იძენს ის, ვინც მეტ ფასს გადაიხდის?

8) რა ერქვა პირველ ქალს დედამიწაზე?

9) რომელი აშშ-ს პრეზიდენტია გამოსახული ერთდოლარიან კუპიურაზე?

10) რა ჰქვია სყანედ გაკაფულ ტყეს?

11) რა ჰქვია ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ უბანს, რომელიც აშშ-ს კინოცენტრია?

12) ქარის სიძლიერის შესაფასებლად გამოიყენება ბოფორტის სკალა. რამდენ ბალიანია ეს სკალა?

13) რომელი ტბის სანაპიროზეა ქალაქი ტორონტო?

14) რა ჰქვია სატყორცნ იარაღს, რომელიც აცდენის შემთხვევაში მსროლელს უბრუნდება?
15) ტახი არის გარეული.....

16) რა ჰქვია ძრავის ლილვის ბრუნვის სიხშირის გასაზომ ხელსაწყოს?

17) 523 წელს ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ რომელი მოხელე განაგებდა ქვეყანას?

18) რამდენი ბორბალი აქვს ურემს?

19) რომელი ოქტავაა კონტრ-ოქტავას და პატარა ოქტავას შორის?

20) რომელი ნაწლავის დანამატია ჭიანაწლავი?






ყველაზე,ყველაზე...

1) ცივი ადგილი........................... მაღალმთიანი მეტეოსადგური ყაზბეგი.... -42 C
2) ცხელი ადგილი..........................ლათა(აფხაზეთი), ჭარნალი(აჭარა).....43 C
3) მშრალი ადგილი.......................ელდარის ველი(ნალექების ოდენობა წელიწადში 375 მმ)
4) ნოტიო ადგილი.................................მთა მტირალა 4500 მმ
5) მაღალი დასახლება...............სოფ.უშგული(2200 მ)

6) დაბალი ადგილი..............პალიასტომის ტბა(-2 ზღ.დ)
7) მაღალი მწვერვალი.............შხარა 5201 მ.
8) გრძელი მდინარე..............ალაზანი 390 კმ


9) წყალუხვი მდინარე................რიონი 403 მ3/წმ

10) ღრმა ტბა............რიწის ტბა,101 მ

11) დიდი ტბა..............ფარავანი 37,5 კმ2
12) მაღალი ჩანჩქერი...........გეგა 50 მ









No comments:

Post a Comment